რეტროსპექტივა – ინსულტის მართვა

 

ავტორი ლაშა-გიორგი ესებუა, MD

რეტროსპექტივა ამერიკისთვის და სასურველი პერსპექტივა საქართველოსთვის ინსულტის მართვაში. ამა წლის მარტში, New England Journal of Medicine-ში (NEJM) გამოქვეყნდა მოკლე დისკურსი ინსულტის მართვაზე. ანუ საიდან დაიწყო ამერიკამ და რას მიაღწია; ანუ სად ვართ და რას უნდა მივაღწიოთ!
დღესდღეობით, ინსულტი სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობდ განიხილიება და სამედიცინო მომსახუხრების რგოლები სწფრაფად იცვლებიან რათა პასუხი მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს. თუმცა ეს ფენომენი საკმაოდ ახალია და მეტწილად 1995 წელს National Institute of Neurological DIsorders and Stroke (NINDS) მიერ გამოქვეყნებული კვევლის შემდეგ განვითარდა.
ინტერესი თრომბოლიზისის პოტენციალზე იშემიური ინსულტის მართვაში ჯერ კიდევ, 1950იანი წლებიდან არსებობდა, მაგრამ ფატალური ინტრაკრანიული სისხლდენის რისკი შეუძლებელს ხდიდა ამ მიმართულებით ფართოდ ექსპერიმენტირებას. 90-იან წლებში t-PA-ს ეფექტურობაზე ჩატარებული კვლევებიდან არ არსობობდა დიდი მოლოდინი, რომ შესაძლო სარგებელი გადააჭარბებდა შესაძლო ზიანს, ამიტომ ფოკუსი ნეიროპოტექციის მიმართულებით მუშაობაზე იყო გადატანილი.
მაგრამ 1995 წლეს NINDS-ის კვლევის შედეგები რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. კვევამ აჩვენა რომ ინსულტი პროცესი იყო და არა ერთჯერადი მოვლენა. და დრო კრიტიკულ როლს თამაშობდა. კვლევამ დაამტიკიცა t-PA-ს ეფექტრობა სიმპტომების დადგომიდან პირველ 3 საათში ადმინისტრირებისას, შემდგომი 3 თვის მანძილზე ნევროლოგიური გამოსავლის თვალსაზრისით. შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი სარგებელი, t-PA-ს პირველ 90 წუთში ადმინისტრირებისას იყო ნანახი. ამასთანავე არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ინტრაკრანიალური სისხლდენის თვალსაზრისით.
NINDS-ის შედეგები შემდგომ წლებში ეჭქვეშ დააყენეს გადაუდებელი მედიცინის ექიმებმა თუმცა 2004-წელს, მონაცემების ახლიდან შესწავლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაპირველი დასკვნის მართებულობა.
2014 წელს ჩატარებულმა მეტა-ანალიზში კი, რომელიც ამერიკის ინსულტის ასოციაციის ინტერნაციონალურ კონგრესზე წარადგინეს, გამოავლინა რომ t-PA მნიშველოვნად აუმჯობესებს გამოსავალს მიუხედავად პაციენტის ასაკისა და ინსულტის სიმძიმისა.
სამწუხაროდ, დღესდღეობითაც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვერ ხერხდება t-PA-ს უნივერსალურად ყველა პაციენტში გამოყენება, რაც მეტწილად თრომბოლიზისის მკაცრი კლინიკური კრიტერიუმების და დაგვიანებული მომართვიანობის ბრალია. მიუხედავად ამისა, ნაციონალურად გაზომვადი გაუმჯობესება შეინიშნება ინსულტის მართვაში და პაციენტების ნევროლოგიურ გამოსავალში რაც ერთიანი სტრუქტურირებული ინსულტის მართვის სისტემის შექმნით, მედიკამენტოზური ინტერვენციის (ასპირინი, ანტიკოაგულაცია) და საზოგადოებაში პათოლოგიის ცნობადოდბის გაზრდითაა განპირობებული. t-PA-ს, ინსულტის მკურნალობის სტანდარტად ჩამოყალიბებამ ბიძგი მიცა ამ მიმართლებით სამედიცინო დახმარების დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, სადაც მართვის ყველა რგოლი მოქმედებს ერთიანი შეთანხმებული სქემით. ბოლო წლებში ყველზე მნიშვნელოვან ინოვაციას ამ მიმართულებით ენდოვასკულური თერაპია წარმოადგენს და მაღალი ალბათობით სულ მალე ინსულტის მართვა კიდევ უფრო ეფექტური და სრულყოფილი გახდება.
ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოში დღესდღეობით ინსულტი სულ მცირე სათანადო სიმწვავით არ აღიქმება. სამწუხაროდ არ არსებობს სტრუტურირებული მიდგომა, მის მართვაში, ხოლო არსებული გაიდლაინი ვერცერთ თანამედროვე გამოწვევას ვერ პასუხობს. რეალობა ის არის რომ ჩვენი მრავალი მოქალაქე შეუმჩნევლად გადადის ნათელი ცნობიერებიდან დაბინდულ, პრალიზირებულ არსებობაზე და წარმოდგენაც არ გვაქს რა მაშტაბი აქვს ამას როგორც პიროვნულ ისე ნაციონალურ ცნობიერებასა და ფინანსებზე. აშკარაა რომ უნდა დაიწყოს ცვლილება. ეს სტატია გულისტკივილი და არა კრიტიკა, მოწოდება და არა დაძრახვა, თუნდაც იმიტომ რომ დღეს მეც ექიმი ვარ და არავიზე ნაკლები პასუხისმგებლობა არ მეკისრება საქართველოში მედიცინის არსებულ ხარისხზე. გამოაქვეყნა ლაშა-გიორგი ესებუამ, MD
გამოყენებული სტატიები:
http://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMp1514696
http://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJM199512143332401
http://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMp1514696#ref4

Lasha-Giorgi Esebua

ლაშა-გიორგი ესებუა დამთავრებული აქვს გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩააბარა ა.შ.შ-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) სამივე საფეხური და კლნიკური გამოცდილება მიიღო აკად. ნ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სტენფორდის საუნივერსიტეტო კლინიკაში და CovenantHealthcare მიჩიგანი, ა.შ.შ-ში. 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაში ხელმძღვანელობდა სტუდენთთა მცირე ჯგუფს. ინტერესის სფერო: ტკივილის მართვა

You may also like...