PROCAMIO – IV Procainamide Vs. IV Amiodarone for the Acute Treatment of Tolerated Wide QRS Tachycardia

ი.ვ პროკაინამიდი (10 მგ/კგ 20 წუთში) vs ი.ვ ამიოდარონი (5 მგ/კგ 20 წუთში) ფართე QRS ტაქიკარდიის (შესაძლო VT) მკურნალობისთვის.
-ღია, მულტიცენტრული, პროსპექტული, რანდომიზირებული კონტროლირებული კვლევა
-პოპულაცია: მოზრდილები, ფართე კომპლექსიანი რეგულარული ტაქიკარდია HR >120 QRS >120, ჰემოდინამიურად სტაბილური SBP >90. არა დისპნეა, მძიმე ანგინა, პერიფერიული ჰიპოპერფუზია.
შედეგები:
1. მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური გართულება 9% პროკაინამიდის და 41% ამიოდარონის ჯგუფში ( (OR) 0.1, 95% C.I. 0.03-0.6, p=0.006)
2. ტაქიკარდიის შეწყვეტა 67% პროკაინამიდის ჯგუფში და 38% ამიოდარონის ჯგუფში ( OR 3.3, 95% C.I. 1.2-9.3, p=0.026)
3. არასასურველი თანამოვლენები მნიშვნელოვანი განსხვავების გარეშე
4. ქვეჯგუფების ანალიზმა ასევე აჩვენა გულის სტრუქტურული დაავადების მქონე პაციენტებში გართულებების დაბალი და ტაქიკარდიის შეწყვეტის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პროკაინამიდის ჯგუფში.
კვლევის ძლიერი მხარეები:
1. რანდომიზირებული
2. მულტიცენტრული
3. კლინიკურად მნიშვნელოვანი თემა
4. დარეგისტრირებული clinicaltrial.org
კვლევის სუსტი მხარეები:
1. არა-ბრმა
2. ვერ მიაღწია წინასწარ განსაზღვრული პოპულაციის სიდიდეს
3. პროკაინამიდი არ არის ადვილად ხელმისაწვდომი საქართველოში
4. ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შედარებული კარდიოვერსიასთან
5. მოულოდნელად მაღალი გართულებების მაჩვენებელი ამიოდარონის ჯგუფში რომელიც სავარაუდოდ შეყვანის სისწრაფემ გამოიწვია (20 წთ.)

დასკვნა: კვლევამ აჩვენა რომ 20 წუთის მანძილზე ადმინისტრირებული ივ პროკაინამიდი უფრო უსაფრთხო და ეფექტურია ამიოდარონთან შედარებით ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიის მკურნალობაში. კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე. გამოაქვეყნა ლაშა-გიორგი ესებუა, MD

FULL PDF

Lasha-Giorgi Esebua

ლაშა-გიორგი ესებუა დამთავრებული აქვს გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩააბარა ა.შ.შ-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) სამივე საფეხური და კლნიკური გამოცდილება მიიღო აკად. ნ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სტენფორდის საუნივერსიტეტო კლინიკაში და CovenantHealthcare მიჩიგანი, ა.შ.შ-ში. 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაში ხელმძღვანელობდა სტუდენთთა მცირე ჯგუფს. ინტერესის სფერო: ტკივილის მართვა

You may also like...