დაბალი რისკის მქონე ბავშვების ინდენტიფიცირება რომელთაც აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი თავის ტვინის დაზიანება თავის ქალას ტრამვის შემდეგ

 

 

Lancet 2009; 374: 1160–70 Published Online September 15, 2009
DOI:10.1016/S0140- 6736(09)61558-0
კუპერმანი, ნ., ჰოლმს, ჯ, ჰოილი ჯ. შირინი ა., ჰოლუბკავ რ. ნადელი ფ. მონროლი, et.al.

მოკლე შინარსი

საკითხის ისტორია, თავის ქალას ტრამვის მქონე ბავშვებში, კომპიუტერული ტომოგრაფიას (კტ) ახლავს რისკი: რადიაცია-ინდუცირებული ავთვისებიანი კიბო. ჩვენი მიზანი იყო რომ აღმოგვეჩინა ბავშვები რომელთაც კლინიკურად მნიშვნელოვანი თავის-ტვინის დაზიანების დაბალი რისკი ჰქონდათ, და კტ კვლევას არ საჭიროებდნენ.

მეთოდები: კვლევაში შევიყვანეთ 18 წლამდე პაციენტები რომელთაც მოგვმართეს ტრავმიდან 24 საათში და გლაზოს კომის შკალით შეფასდნენ 14-15 ქულით, კვლევა ჩატარდა ჩრდილოეთ ამერიკის 25 სხვადასხვა გადაუდებელ განყოფილებაში. შევიმუშავეთ და დავადასტურეთ ასაკ-სპეციფიური პროგნოზის კრიტერიუმები კლინიკურად მნიშვნელოვანი თავის-ტვინის ტრავმატიული დაზიანებისთვის (ciTBI): სიკვდილი, ნეიროქირურგიული ჩარევა, ინტუბაცია >24 საათში, ჰოსპიტალიზაცია > 2 ღამე.

შედეგები: ჩვენს კვლევაში მონაწილეობდა 42 412 ბავშვი, რომელიც ორ გჯუფად იყო გაყოფილი (2 წლამდე: 8502 შესწავლილი რეტროსპექტულად და 2216 შესწავლილი პროსპექტიულად და ასევე 2 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები იმავე ჯგუფებში, 25 283 და 6411). კტ კვლევა ჩატარდა 14696 შემთხვევაში (35.3%); აქედან კლინიკურად მნიშვენლოვანი თავის-ტვინის ტრავმა გამოვლინდა 376 შემთხვევაში, საიდანაც 60-ს დასჭირდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. პროსპექტიურად შესწავლილ პოპულაციაში, პროგნოზის კრიტერიუმს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (ნათელი ცნობიერება, თავის კანქვეშა ჰემატომის არარსებობა გარდა შუბლის წილის კანქვეშა ჰემატომის, ცნობიერების არ დაკარგვა ან დაკარგვა 5 წმ< ნაკლები დროით, არამძიმე ტრამვული დაზიანება, პალპაციით არ ისინჯება ქალას გაბზარვა, მშობლების შეფასებით ქცევა ადექვატურია) უარყოფითი პროგნოზული ღირებულება 1176/1176 100% (95% სანდოობის ინტერვალი 97.7-100) და სენსიტიურობა 25/25(100%, 86 . 3–100・0). აღმოაჩნდა. 694 პაციენტიდან, 167-ს (24.1%) რომელთაც ჩაუტარდათ კტ კვლევა და იყვნენ 2 წლამდე ასაკის პაციენტები, აღმოჩნდენ დაბალი რისკის ჯგუფში. პროგნოზის კრიტერიუმს 2 წლის და 2 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის (ნათელი ცნობიერება, გონების არ დაკარგვა, არა პირღებინება, არამძიმე ტრამვული დაზიანება, პალპაციით არ ისინჯება ქალას გაბზარვა, და მწვავე თავისტკივილი) უარყოფითი პროგნოზული ღირებულება 3798/3800 (99%, 95% CI 99.81–99.99) და სენსიტიურობა 61/63 (96.8%, 89.0–99.6)ჰქონდა. 2223 ბავშვიდან 446 (20.1%) რომელთაც ჩაუტარდათ კტ კვლევა და იყვნენ 2 წლის ან 2 წლის ზემოთ აღმოჩნდენ დაბალი რისკის ჯგუფში. პროსპექტიულ კვლევაში, პროგნოზის კრიტერიუმს, არ გამორჩენია არცერთი შემთხვევა სადაც ნეიროქირუგიული ოპერაციის საჭიროება დადგა.

ინტერპრეტაცია ვალიდირებულმა პროგნოზის კრიტერიუმებმა აჩვენეს, რომ ბავშვებს რომლებსაც კლინიკურად მნიშვნელოვანი თავის-ტვინის ტრავმატიული დაზიანების ძალიან დაბალი რისკი აქვთ, არ საჭიროებენ კტ კვლევის ჩატარებას რუტინულად.

გამოაქვეყნების ავტორი

ნაომი სულინგერი, MD

 

 

 

 

 

 

 

Naomi Sulinger Hoyle

ნაომი სულინგერ ჰოილია გავლილი აქვს ბავშვთა გადაუდებელი მედეცინის სარეზიდენტო პროგრამა, ქ-ბ ფიქრია ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით თსუ გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. წარმოშობით ამერიკიდან, ჩამოვიდა საქართველოში 2004 წელს, ყავს მეუღლე და სამი პატარა ბიჭი ანდრია, მირიან ჯეიმს და ილია ჯეორჯ.

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *