განახლება: თაფლის ან სუკრალფატის პერორალური მიწოდება ბატარეის გადაყლაპვის შემდეგ ბავშვებში

განახლება:

ბატარეის გადაყლაპვის დროს, წინამდებარე გაიდლაინების მიხედვით არ იყო რეკომენდირებული
პერორალურად რაიმეს მიღება, სანამ არ მოხდებოდა რადიოგრაფიულად სხეულის ლოკალიზაციის
განსაზღვრა და ენდოსკოპიურად მისი ამოღება.
უკანასკნელმა კვლევებმა, რომელიც ცხოველების სყლაპავის არეში ბატარეის
ბუნებრივ და ხელოვნურ მოდელებს იყენებდნენ, აჩვენეს რომ ამოღებამდე პერორალურად თაფლის ან
სუკრალფატის ადრეულმა და განმეორებითმა მიღებამ შეიძლება შეამციროს საყლაპავის დამწვრობის
ხარისხი. გადაყლაპული ბატარეის მქონე, ასიმპტომურ (მაგ. არსებობს მოწმე რომელიც
ადასტურებს რომ გადაყლაპა 1 ან 2 სთ-ის წინ) 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ
ალერგია თაფლზე და მის კომპონტბზე, ჩვენ ვთავაზობთ ერთჯერადად თაფლის მიწოდებას (მაგ. 5-
დან 10 მლ-მდე) უცხო სხეულის გადაყლაპვისთანავე. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში
ბავშვმა უნდა მიიღოს თაფლის დამატებითი დოზა ან სუკრალფატის ერთჯერადი დოზა (50 მგ)
სანამ დადასტურდება უცხო სხეულის არსებობა ან გადაწყდება მისი გადაუდებლად ამოღება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელიც კრძალავს
პერორალურად რაიმეს მიღებას, სანამ არ მოხდება ოპერაციული ამოღება, ის სარგებელი რომელიც
საყლაპავის წვით მიყენებული ზიანის შემცირებას და ნეიტრალიზაციას უწყობს ხელს, უფრო
მაღალია ვიდრე პოტენციურად ასპირაციის გაზრდილი რისკი.

ნანო შვანგირაძე, MD

ვრცელი სტატია უცხო სეხულზე გასტროინტესტინალურ ტრაქტში ბავშვთა ასაკში შეგიძლიათ იხილოთ აქ

ნანო შვანგირაძე

ნანო შვანგირაძეს გავლილი აქვს სარეზიდენტო მზადება პედიატრიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. კლინიკური გამოცდილება მიღებული მაქვს ბულგარეთში, პლევენის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და საქართველოში.

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *