COVID-19 ბავშვებში – პასუხები პედიატრისგან

კორონავირუსული დაავადება  2019 (COVID-19) და ბავშვები (საფუძვლები) | UpToDate.com

თარგმანი: ნანო შვანგირაძე, MD

განახლებულია: აპრილი 16, 2020

რა არის  COVID-19?

COVID-19 –  “კორონავირუსული დაავადება  2019.” გამოწვეულია ვირუსით რომელსაც ეწოდება SARS-CoV-2. ვირუსი პირველად 2019 წელს გამოჩნდა და სწრაფად გავრცელდა  მსოფლიოს მასშტაბით.

პაციენტებს COVID-19-ით აღენიშნებათ ცხელება, ხველა  და სუნთქვის გაძნელება.  სუნთქვის პრობლემები ვითარდება როდესაც ინფექცია აზიანებს ფილტვებს და იწვევს პნევმონიას.

პაციენტთა უმეტესობა, რომლებიც ინფიცირებული არაინ COVID-19-ით, არ ახასიათებთ მძიმე მიმდინარეობა. ბევრ ქვეყანაში, ხელისუფლება ადამიანებს სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. აღნიშნული ქმედებები ამცირებენ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს.

აღნიშნული სტატია ეხება COVID-19-ით დაავადებულ ბავშვებს. ინფორმაცია მოზრდილთა შესახებ განხილულია ცალკე.

როგორ ვრცელდება  COVID-19?

ვირუსი რომელიც იწვევს COVID-19 უმეტესწილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს სხვა ადამიანთან 2 მეტრზე ახლო მანძილიდან. ექიმები ასევე ფიქრობენ, რომ გადაცემა შესაძლებელია მოხდეს თუ ადამიანი შეეხება ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირს, ხოლო შემდეგ შეეხება პირს, ცხვირს ან თვალებს. ინფექციის გადაცემა ხდება იგივენაირად, როგორც გრიპის ვირუსის შემთხვევაში, თუმცა COVID-19-ის გამომწვევი უფრო მარტივად ვრცელდება

არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ მას შემდეგ რაც ადამიანს სიმპტომები გამოუვლინდება, ვირუსი გავრცელება ძალიან მარტივად ხდება. აგრეთვე,  შესაძლებელია მისი გავრცელება სიმპტომების გამოვლინების გარეშეც ხდებოდეს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ვირუსი ვრცელდება თუ არა დაავადებული დედის რძიდან ბავშვზე.

შესაძლებელია  თუ  არა  ბავშვებს  განუვითარდეს  COVID-19?

დიახ. ბავშვებს ნებისმიერ ასაკში, შესაძლებელია განუვითარდეს COVID-19. მათ ნაკლებად უნვითარდებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები  მოზარდების მსგავსად, თუმცა ეს შეიძლება მაინც მოხდეს.

ასევე, ბავშვებს შეუძლიათ ვირუსის გავრცელება სხვა ადამიანებზე. რაც განსაკუთრებით საფრთხილოა 65 წლის ან მეტი ასაკის პირებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

არის თუ არა  COVID-19-ის  სიმპტომები განსხვავებული ბავშვებში და მოზრდილებში?

არა. მოზრდილებში ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება და მშრალი ხველა. უფრო მძიმე შემთხვევებში პაციენტებს შესაძლებლია განუვითარდეთ ფილტვების ანთება და სუნთქვის გაძნელება. COVID-19-ით ინფიცირებულ ბავშვებსაც მსგავს სიმპტომები აქვთ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია რომ მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდეს.

ბავშვებში და მოზრდილებში ხშირი სიმპრტომებია  –   მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ნაზალური ობსტრუქცია, დიარეა ან ღებინება. ზოგიერთ ბავშვს საერთოდ არ აქვს დაავადები სიმპტომები.

ბავშვებს რომელთაც აღენიშენაბთ COVID-19, მაინც იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ გამოუვლინდეთ სერიოზული სიმპტომები. სერიოზული სიმპტომები, უფრომ მეტად ხშირია მოზრდილებში და ბავშვებში რომელთაც აღენიშენაბთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, როგორიცა გულის დაავადებები, დიაბეტი, ფილტვის პათოლოგიები ან ონკოლოოგიური დაავადებები.

როგორ მოვიქცე თუ ჩემს ბავშვს გამოუვლინდა სიმპტომები?

თუ თქვენს ბავშვს აქვს ცხელება, ხველა ან სხვა სიმპტომები დაუკავშირდით ოჯახის ექიმს,  ის გეტყვით როგორ მოიქცეთ და როდის უნდა მიმართოთ მას პირადად.

თუ თქვენს ბავშვს უვლით სახლში, ექიმი გეტყვით რომელი სიმპტომები მოითხოვენ ბავშვის პირადად შეფასებას. ის ასევე გეტყვით როდის უნდა დარეკოთ სასწრაფოში და როდის არის საჭირო გადაუდებელი დახმარება.  მაგალითად დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ თუ თქვენს შვილს აღენიშნება:

  • სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში
  • მოლურჯო შეფერილობის ტუჩები ან სახე
  • იქცევა „დაბნეულად“ და არ გავს საკუთარ თავს

თუ თქვენ გყავთ მცირე ასაკის ბავშვი და მას უჭირს ნორმალურად კვება, ასევე უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.

დასჭირდება ჩემს შვილს ტესტირება?

თუ ექიმი ეჭვობს, რომ თქვენს შვილს აქვს COVID-19, მან შესაძლებელია ცხვირიდან ან პირის ღრუდან აუღოს მასალა და გაგზავნოს ლაბორატორიაში შესამოწმებლად. ეს ტესტები დაეხმარება ექიმს გაერკვეს, თქვენს შვილს აქვს COVID-19  თუ სხვა დაავადება

ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი ყველა საეჭვო  პაციენტის ტესტირება. თუ ექიმმა ვერ შეძლო თქვენი შვილის ტესტრება, შესაძლებელია გითხრათ რომ  დარჩეთ სახლში, მოახდინოთ ბავშვის იზოლირება ოჯახის სხვა წევრებისაგან და დაურეკოთ იმ შემთხვევაში თუკი სიმპტომები გაუარესდება.

ასევე შესაძლებელია ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი შვილისთვის გულმკერდი რენტგენის ან კომპიუერული ტომოგრაფიის (CT) ჩატარება.

როგორია COVID-19-ის მკურნალობა ბავშვებში?

COVID-19– ის სპეციფიური მკურნალობა ამ ეტაპზე არ არის ცნობლი, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა რომლებიც არიან ინფიცირებულები, გამოჯანმრთელდებიან სახლში.  ჩვეულებრივ მდგომარეობა უმჯობესდება 1 კვირის განმავლობაში ან 2 კვირაში.

მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის სახლში დარჩენა და სხვა ადამიანებისაგან იზოლირება, სანამ ექიმი არ ჩათვლის, რომ მათთვის და გარშემომყოფთათვის უსაფრთხოა ბავშვის დაბრუნება ჩვეულ გარემოში.  აღნიშნული გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანია გასული სიმპტომების გამოვლინებიდან და ასვევე ზოგიერთ შემთხევაში, ჰქონდათ თუ არა ტესტირების ნეგატიური შედეგი  ( რაც დაადასტურებს იმ ფაქტს რომ ვირუსი მათ სხეულში აღარ არის)

ექიმები განიხილავენ რამდენიმე განსხვავებულ მკურნალობას  COVID-19 საწინააღმდეგოდ.

როგორ შეიძლება მოვახდინო ჩემს ბავშვთან COVID-19 -ის განვითარების პრევენცია?

დღესდღეობით არ არის შემუშავებული არანაირი ვაქცინაცია, მაგრამ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლის გათვალისწინებითაც შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელება.

თუ თქვენი შვილი არის შესაბამისი ასაკის, თქვენ უნდა ასწავლოთ:

  • დაიცავას „სოციალური დისტანცია“-რაც ნიშნავს რომ, ადამინები, თუნდაც ისინი ჯანმრთელები იყვნენ, უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთისგან შორს. ამას ზოგჯერ „ფიზიკურ დაშორებასაც „ უწოდებენ. მისი მიზანია შეამციროს ვირუსის გავრცელება, რომელიც იწვევს COVID-19-ს.

თქვენი ბავშის სახლში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა მისი და სხვების დასაცავად.

 

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი  (CDC), გირჩევთ რომ ადამიანებმა, მათ შორის 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა დაიფარონ სახე როდესაც სახლიდან გავლენ. რაც თავიდან აგვარიდებს ვირუსის გავრცელებას, მაშინაც კი თუ მათ არ აქვთ რაიმე სიმპტომები და  ინფექციის გავრცელების რისკები ნაკლებია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილი ან ბენდენა თქვენი ბავშვის პირის ღრუსა და ცხვირის დასაფარად.

  • დაიბანონ ხელები – ხშირად, საპნით და წყლით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლიდან გასვლის შემდეგ. დარწმუნდით, რომ ხელებს იბანს საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. მაჯის, თითების, ფრჩხილების და თითებს შორის არეში. შემდეგ ჩამოიბანეთ ხელები და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, რომელის გადაგდებაც შესაძლებელია. საპნით და წყლით დაბანა საუკეთესოა, მაგრამ თუ თქვენი შვილი არ არის ხელსაბანის მახლობლად, მათ შეუძლიათ ხელების გასაწმენდად გამოიყენონ ხელის გამაჯანსაღებელი გელი. მინიმუმ 60 პროცენტიანი ალკოჰოლის შემცველი გელი საუკეთესო ეფექტის მატარებელია. მნიშვნელოვანია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მოვარიდოთ ალკოჰოლის შემცველ ხსნარებს, რადგან ალკოჰოლი გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე ეფექტები. თუ თქვენი შვილი 6 წელზე მცირე ასაკის არის, დაეხმარეთ მათ,  სადეზინფექციო საშუალების გამოყენებაში.
  • თავიდან აირიდოს საკუთარ სახესთან შეხება – საკუთარი ხელების, განსაკუთრებით პირთან , ცხვირთან და თვალებთან. შესაძლოა მცირეწლოვან ბავშვებს შეხსენება ან დახმარება დასჭირდეთ ამ საქმის შესასრულებლად.

კიდევ რა უნდა იცოდეს ჩემმა ოჯახმა სოციალური დისტანციის შესახებ?

როდესაც სოციალურად დისტანცირებული ხართ, შეგიძლიათ კონტაქტი შეინარჩუნოთ თქვენს სახლში მცხოვრებ ოჯახის წევრებთ თუ ყველა ჯნმრთელია.

თუ თქვენს რეგიონში COVID-19-ის ბევრი შემთხვევა დაფქსირდა სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტება. თუ თქვენს რეგიონში ოფიცილური პირები მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში ან სხვა ხალხთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ,  მნიშვნელოვანია რომ ეს მოწოდება სერიოზულად იქნეს მიღებული და მაქსიმალურად იქნას დაცული. მაშინაც კი თუ თქვენი შვილი COVID-19– ით არ დაავადდა, მას შეუძლია დაავადების გადატანა და სხვების სერიოზულად დაავადება.

მნიშვნელოვანია თავიდან ავცილოთ:

  • გუნდური თამაშები
  • სპორტული აქტივობები
  • სათმაშო მოედნებზე შეკრებები

ბავშვებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გარეთ თამაში, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ  და დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებისგან.

რა მოხდება თუ ჩვენს სახლში ვინმე არის დაავადებული?

თუ თქვენს სახლში ვინმეს აქვს COVID-19, ისინი უნდა იმყოფებოდნენ ცალკე ოთახში და თუ  ისინი იმყოფებიან სხვა ადამიანების გარემოცვაში  მათ უნდა ატარონ ნიღბები. სახლში ყველამ უნდა დაიბანოს ხელები  ხშირად და დაასუფთავოს ზედაპირები რომელთაც ბევრი ადამიანი ეხება ხშირად.

თუ თქვენ ავად ხართ და გყავთ ბავშვები, მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ სიფრთხილე მათი კვების დროს.  მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა არ იციან, შესაძლოა თუ არა ვირუსის გავრცელება დედის რძით, შესაძლებელია მისი გადაცემა ახლო კონტაქტით თქვენს ბავშვთან და სხვა ბავშვებთან.  თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ ბავშვი- ხელების ხშირი დაბანით და კვების დროს ნიღბის გამოყენებით. თუ ეს შესაძლეებლია მიანდეთ სხვა ჯანმრთელ ადამიანს თქვენი ბავშვის გამოკვება.

როგორ დავეხმარო ჩემს შვილს გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას?

ნორმალურია რომ იგრძნოთ შეშფოთება დაავადების გამო. ასევე შესაძლოა ძნელი იყო სამუშაოსა და სასკოლო დავალებების შესრულება  როდესაც თქვენს ოჯახის ყველა წევრს უხდება  სახლში დარჩენა.

შენ შეგიძლია დაეხმარო შენს შვილს:

  • ესაუბრეთ და აუხსენით რატომ არის მნიშვნელოვანი „სოციალური დისტანცია“.
  • მოახდინეთ ინტერნეტის და ტელევიზიით ინფორმაციის მიწოდების ინტენსიობის შემცირება.
  • იპოვეთ აქტივობები, რომელთა შესრულებასაც შეძლებთ ერთად.
  • მოახდინეთ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნება.
  • ასწავლეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, მათ შორის ჯანსაღი საკვების მიღება და რეგულარული ვარჯიშების გაკეთება.

დაეხმარეთ თქვენს შვილს ელექტრონული სწავლების პროცესსში. ასევე ეს შეიძლება იყოს კარგი გზა მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან კავშირის გასაუმჯობესბლად.

თუ თქვენი შვილი წუხს, შეახსენეთ მას მუდმივად რომ ადამიანების უმტესობა არ ავადდება მძიმედ და არ იღუპებიან COVID-19– ისგან.

რა გავაკეთო თუ მაქვს სხვა დამატებითი შეკითხვები?

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები თქვენი ექიმი დაგეხმარებათ პასუხების მიღებაში:

მაგალითად:

  • როგორ მოვახდინო ჩემი შვილის რეგულარული შემოწმება.
  • როგორ დავრწმუნდე, საკმარისია თუ არა ჩემი შვილისათვის ის მედიკამენტები რომელსაც აღნიშნულ მდგომარეობაში ვიყენებ.
  • როგორ უნდა გამოვკვებო ცემი ბავშვი, თუ ფორმულა რომელსაც ჩვეულებრივ ვყიდულობ, მაღაზიაში ხელმისაწვდომი აღარ არის?
  • სად შეიძლება დახმარების პოვნა თუ ჩემს ოჯახში არ არის საკმარისი საკვები.

შეკითხვებზე პასუხები სპეციფიურია თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე.

სად შემიძლია მივიღო დამატებითი ინფორმაცია?

დროთა განმავლობაში, რაც მეტ ინფორმაციას ვიგებთ ვირუსის შესახებ, ექსპერტთა რეკომენდაციები იცვლება და მუდმივ განახლებას განიცდის. შეამოწმეთ ინფორმაცია თქვენს ექიმთან ან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთან, რათა მიიღოთ მუდმივად განახლებული ინფორმაცია თუ როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი.

დამატებითი ინფორმაცია საქართველოში შეგიძლაით მოიპოვოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე – 144 ან ეწვიოთ https://stopcov.gov.ge/

უფრო მეტი ინფორმაცია COVID-19-ის შესაებ იხ:

ნანო შვანგირაძე

ნანო შვანგირაძეს გავლილი აქვს სარეზიდენტო მზადება პედიატრიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. კლინიკური გამოცდილება მიღებული მაქვს ბულგარეთში, პლევენის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და საქართველოში.

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *