ბუდესონიდის ადრეული გამოყენება მწვავე ვიზინგის დროს ამცირებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს ბაღის ასაკის ბავშვებში

 

კვლევის ავტორები: Razi CH1Cörüt N2Andıran N3.

თარგმნა ნაომი სულინგერ ჰოილი, MD; რედაქტირება ფიქრია ჟვანია, MD, PhD

კვლევის მიზანი: დადგინდეს იძლევა თუ არა უკეთესს შედეგს ბუდესონიდის მაღალი დოზის გამოყენება მწვავე ვიზინგის დროს მკურნალობის სტანდარტთან ერთად (სისტემური სტეროიდები და სალბუტამოლი) ბაღის ასაკის ბავშვებში გადაუდებელ დახმარების განყოფილებაში.  

კვლევის დიზაინი: რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა კონტროლირებული, პარალელურ ჯგუფებში ჩატარებული კლინიკური კვლევა საშუალო და/ან მძიმე ვიზინგის მქონე ბავშვებში 6 თვიდან- 6 წლამდე, ვისაც პულმონარული ინდექსის (PIS) მიხედვით აღენიშნებოდა 7-13 ქულა. პლაცებო ან ბუდესონიდის 3 მგ, პაციენტს მიეცემოდა ერთდროულად მკურნალობის დასაწყისში ასთმის სტანდარტულ სქემასთან ერთად: სალბუტამოლი და 1მგ/კგ მეტილპრედინზონი.

ორივე მკურნალობის ჯგუფიდან შეფასებული იყო ჰოსპიტალიზაციის სიხშირის მაჩვენებელი 4 საათში და პულმონარული ინდექსის მაჩვენებელი 2 საათის შემდეგ.

შედეგები. შესწავლილ იქნა 100 პაციენტი, ჯამური ჰოსპიტალიზაციის სიხშირე 120, 180 და 240 წუთში იყო 0.72, 0.62, და 0.58 პლაცებო ჯგუფში; 0.44, 0.30, და 0.24 ბუდესონიდის ჯგუფში; ამავე ჯგუფში გაწერილი პაციენტების რაოდენობა იყო საგრძნობლად მაღალი ვიდრე პლაცებო ჯგუფში (log-rank = 12.407 ve P < 0.001).  მოსალოდნელი საშუალო გაწერის დრო იყო 200.4  (95%CI = 185.3-215.5) წუთი პლაცებო ჯგუფში და 164.4 (95%CI = 149.4-179.4) წუთი ბუდესონიდის ჯგუფში.  საშუალო პულმონარული ინდექსი (25-75%) PIS 120 წუთში იყო საგრძნობლად დაბალი ბუდესონის ჯგუფში, ვიდრე პლაცებო ჯგუფში (შესაბამისად 5 [4-8] და 8 [5-9], P = 0.006).

დასკვნები. საშუალო დან- მძიმე ვიზინგის ეპიზოდის დროს 3მგ ბუდესონიდის ნებულაიზერით გამოყენება სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს ბაღის ასაკის ბავშვებში.

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28085236

Pediatr Pulmonol. © 2017 Wiley Periodicals, Inc.

Naomi Sulinger Hoyle

ნაომი სულინგერ ჰოილია გავლილი აქვს ბავშვთა გადაუდებელი მედეცინის სარეზიდენტო პროგრამა, ქ-ბ ფიქრია ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით თსუ გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. წარმოშობით ამერიკიდან, ჩამოვიდა საქართველოში 2004 წელს, ყავს მეუღლე და სამი პატარა ბიჭი ანდრია, მირიან ჯეიმს და ილია ჯეორჯ.

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *