ACEM 2018

საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია გთავაზობთ რიგით მეორე ვორქშოპს კლინიკურ გადაუდებელ მედიცინაში. ვორქშოპი ამერიკის გადაუდებელი მედიცინის აკადემიის, ემორის უნივერსიტეტის და შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტოქსიკოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოში გადაუდებელმა მედიცინამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და დღესდღეობით ფართოდ აღიარებული დამოუკიდებელი საექიმო სპეციალობაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ჯანდაცვაში. ამ განვითარების პარალელურად მატულობდა მოთხოვნა გადაუდებლი მედიცინის მიმართულებით მომზადებული სპეციალისტების მიმართ. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს მაღალი ხარისხის გადაუდებლი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა, მნიშვნელოვანია ჩატარდეს მსგავსი ტიპის ვორქშოპები, რათა საქართველოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტებში მომუშავე სპეციალისტების მომზადების დონე მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყოს. EmergencyJournal.ge დაარსების დღიდან მოწოდებულია ხელი შეუწყოს გადაუდებელი მედიცინის პოპულარიზებას და მტკიცებითი მედიცინის უშუალოდ პაციენტის საწოლთან გამოყენებადი ცოდნის სახით მიტანას, შესაბამისად ვამაყობთ, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციასთან, და კვლავ სიხარულით გთავაზობთ ამ უმნიშვნელოვანესი ვორქშოპის საინფორმაციო გვერდს ჩვენ პლატფორმაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი ვორქშოპის გვერდზე -> emergencyjournal.ge/acem2018

Lasha-Giorgi Esebua

ლაშა-გიორგი ესებუა დამთავრებული აქვს გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩააბარა ა.შ.შ-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) სამივე საფეხური და კლნიკური გამოცდილება მიიღო აკად. ნ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სტენფორდის საუნივერსიტეტო კლინიკაში და CovenantHealthcare მიჩიგანი, ა.შ.შ-ში. 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაში ხელმძღვანელობდა სტუდენთთა მცირე ჯგუფს. ინტერესის სფერო: ტკივილის მართვა

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *